ასეთი დრო
ერთად ყოფნის, დასვენების, დაფიქრების, გარემოზე დაკვირვების, თავგადასავლის, რომელიც მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში შეიძლება გადაგხდეს.
Adjara Group X VISA
თანამშრომლობა საქართველოში მოგზაურობისთვის.
ასეთი დრო ძვირფასია
განსაკუთრებული შეთავაზებები Visa ბარათის მფლობელებს: Adjara Group-ის რეგიონალურ სასტუმროებში Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta ერთი ღამით დარჩენის შემთხვევაში მეორე – საჩუქრად. ვარსკვლავთცვენა ყაზბეგში ან ბაკურიანის წიწვოვანი ტყის ზღაპრული ნისლი. თუ რამე გვამახსოვრდება, ისევ ასეთი დრო.
მეტი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 32 2020020


ასეთი დრო განუმეორებელია
აუჩქარებელი საუბრის, მუსიკის მოსმენის, მხიარულების. სასმელის ხელოვნება ჩვენი ხელწერაა. Rooms Tbilisi, Lolita და Cafe Stamba, Visa ბარათით ერთი კოქტეილის შეძენის შემთხვევაში, დამატებით კიდევ ერთზე გპატიჟებთ; თქვენ ან თქვენს მეგობარს.


სახლში ყოფნის შესახებ
თანამედროვე ფოტოგრაფიის გამორჩეული სახელები საქართველოს უნიკალური სივრცეების, ისტორიებისა და კოლორიტის შესახებ დასკვნითი გამოფენით მოგვიყვებიან. მხატვრული რეპორტაჟების სახით “ასეთი დრო” დაფიქსირდება, ქვეყანაში, სადაც ავთენტური, აუჩქარებელი და ბედნიერებით სავსე თავგადასავლები გველოდება.